პალატმა AWFS Fair 2025-ზე ქართული ფანერა წარადგინა

22-25 ივლისს, ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა – AWFS Fair 2025 ჩატარდა.

კომპანია პალატი, ხის დამუშავებისა და ავეჯის წარმოების გამოფენაზე უკვე მესამედ წარდგა და დამთვალიერებლებს ქართული წარმოების პროდუქცია გააცნო. 

ტრადიციულად, პალატის სტენდზე წარმოდგენილი იყო თეთრი, ლამინირებული და ე.წ. პარკეტის ფანერა, საწვავ ბრიკეტებთან ერთად.

AWFS Fair 2025-ზე, მონაწილის ამპლუით, 600-ზე მეტი კომპანია ჩაერთო. ღონიძიების ფარგლებში, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ხის დამუშავების სფეროში არსებულ ტექნლოგიურ სიახლებს გაცნობოდნენ და კომპანიებთან სტრატეგიული ურთიერთობები დაემყარებინათ.

წელს, დამთვალიერებელთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან 15 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო. 

კომპანია პალატისთვის AWFS Fair 2025 ნაყოფიერი აღმოჩნდა. დამყარდა მნიშვნელოვანი კონტაქტები და გაღრმავდა კომპანიებთან უკვე არსებული პარტნიორული ურთიერთობები.

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ

Untitled-2 [Recovered] (1)

პალატი interzum forum Italy-ზე