კომპანიის შესახებ
კომპანია 2022 წელს დაარსდა. პალატის მაღალტექნოლოგიური და მძლავრი წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში.
პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები. კომპანია ექსპორტს საერთაშორისო სერტიფიცირებისა და ხარისხის კონტროლით ახორციელებს.
დღეს პალატი ქმნის ქართულ პროდუქტს, რომელიც სცილდება საზღვრებს და ამყარებს იმ სტანდარტს, რასაც ქართული ხარისხი ჰქვია.
ფანერის წარმოება, დღეის მდგომარეობით, 4 500 კუბური მეტრია. ამ პროცესის მიღმა დგას 400-მდე პროფესიონალი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებები, კომპანია პალატის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ფანერის წარმოებასთან ერთად, კომპანია აქტიურად ავითარებს ბიოსაწვავის მიმართულებას, რაც მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
გარემოსა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, კომპანია აშენებს ქართული ფანერის ინდუსტრიას, მასშტაბური ამბიციითა და ურყევი პრინციპებით.
ინოვაცია და სანდოობა – არის ის, რაც კომპანია პალატს აქცევს არა უბრალოდ საწარმოდ, არამედ საიმედო პარტნიორად გლობალურ ბაზარზე.