ფანერის წარმოება იწყება შპონის დამუშავებით, ხოლო საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კატეგორიის პროდუქტის მიღებაა საჭირო. ხშირად დაბალი კატეგორიის ფანერას დაბალ ხარისხთან ვაიგივებთ და გვგონია, რომ ის ნაკლებად გამოსადეგია, თუმცა რეალურად თითოეულ კლასს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს. სწორედ ამიტომ, პროექტის დაწყებამდე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რომელი კატეგორია შეესაბამება ჩვენს საჭიროებას.
ფანერები პირობითად იყოფა ზედაპირის კლასების მიხედვით:
მაღალი, საშუალო და ტექნიკური (უხეში) იერსახის კატეგორიებად.
იმისათვის, რომ გავიგოთ რა სხვაობაა ფანერის კატეგორიებს შორის, გთავაზობთ მცირე საინფორმაციო განმარტებას:
მაღალ კლასს B/BB და BB/BB კატეგორიის ფანერები განეკუთვნება.
B/BB ესთეტიკურად დამუშავებული, უმაღლესი ხარისხის მასალა, ფანერის ორივე მხარე დაფარულია მაღალი ხარისხის ზედაპირული შპონით.
გამოიყენება პრემიუმ კლასის ავეჯის წარმოებაში, ასევე ინტერიერში.
B/BB კატეგორიის ფანერის მთავარი უპირატესობა სიმტკიცე, ხანგრძლივი ექსპლუატაცია და ესთეტიკური მხარეა.
BB/BB – ფანერის ორივე მხარე/ზედაპირი მაღალი (BB) ხარისხისაა, სწორი ზედაპირითა და დეფექტების გარეშე. გამძლეა ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ.
იდეალურია ავეჯის წარმოებისთვის, ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორატიული ელემენტების სამონტაჟედ. შესაძლებელია მისი შეღებვა ან გამჭვირვალე ლაქით დაფარვა.
შენიშვნა: უმეტეს შემთხვევაში შპონზე არსებული შპონის დეფექტები როგორიცა ამოვარდნილი როკები დახურულია ჯანმრთელი შპონის ჩასმებით.
საშუალო კატეგორიის ფანერაში ერთიანდება BB/CP; CP/CP და CP/C დასახელების ფანერები.
BB/CP-ის ფანერის ერთი მხარე დეკორატიული, მაღალი ხარისხისაა (BB), მასზე დასაშვებია საღებავის გამოყენება. მეორე ფენა ტექნიკური, შედარებით დაბალი კატეგორიისაა (CP). გამოიყენება შიდა კედლების მოპირკეთებაში, სადაც ესთეტიკურ იერსახეს მნიშვნელობა არ აქვს.
CP/CP – ორივე მხარე საშუალო კატეგორიისაა, აღენიშნება მცირე ბზარები. ხშირად გამოიყენება ავეჯის შიდა კარკასებში, იატაკის ქვეშ ან ბეტონის ყალიბებში. ზედაპირის სათანადო დამუშავების შემთხვევაში, ფანერაზე დასაშვებია საღებავებისა და ლაქის დატანა.
CP/C -ის ფანერის CP მხარე შეიძლება დამუშავდეს, ხოლო C მხარე რჩება უხეში. არ ასრულებს დეკორატიულ ფუნქციას. გამოიყენება საბაზისო იატაკსა და შიდა კედლებში.
C/C – დაბალი კატეგორიის ფანერას წარმოადგენს, რომლის ორივე მხარე უხეშია, დეფექტებით. გამოიყენება შეფუთვაში, ტრანსპორტირებისას ტვირთის დასაცავად, ასევე საბაზისო სამუშაოებში.
ფანერის არჩევა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ უკავშირდება. მასალის კატეგორია განსაზღვრავს მის ფუნქციურობას – უმაღლესი კლასის ფანერა საჭიროა მაშინ, როცა ესთეტიკა და გამძლეობა მნიშვნელოვანია, ხოლო დაბალი კლასის ფანერის გამოყენება უმჯობესია იქ, სადაც ფანერა მხოლოდ ტექნიკურ როლს ასრულებს.
სწორი არჩევანი დაზოგავს დროს, ხარჯებს და უზრუნველყოფს სამუშაოს ხარისხიან შესრულებას.