6 და 7 ივნისს, იტალიიის ქალაქ ბერგამოში, interzum-ის საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა.
კომპანია პალატი, interzum-ზე, მონაწილის ამპლუით წარსდგა.
პალატმა ქართული პროდუქცია რამდენიმე კატეგორიის ქვეშ წარადგინა, მათ შორის იყო ავეჯის წარმოების მასალები, ლამინირებული ფანერები, ხის ფილები/ფანერა (Plywood) და პარკეტი.
გამოფენის ფარგლებში, 60-ზე მეტი სპიკერის მონაწილეობით, არაერთი კონფერენცია ჩატარდა.
ფორუმი მომწოდებლებს, მწარმოებლებს, დიზაინერებსა და სხვა დაინტერესებულ აუდიტორიას მასპინძლობდა.ორგანიზატორების განცხადებით, მომდევრო – interzum forum Italy– კვლავ ბერგამოში ჩატარდება.