ფანერა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მასალაა, უფრო მეტიც, თანამედროვე სამშენებლო თუ ინდუსტრიული პროცესების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
პრაქტიკაში, ლამინირებული ფანერა, სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება. მონოლითურ მშენებლობაში საყალიბე სისტემების (როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, იგი უზრუნველყოფს ბეტონის ყალიბების გამძლეობას და საბოლოო პროდუქტის ზედაპირის ხარისხს.
ფანერა, სატრანსპორტო ინდუსტრიაში, სატვირთო მანქანების იატაკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მრავალჯერადი გამოყენების გამო, საჯარო სივრცეებში, ფანერას სცენების, დროებითი პლატფორმებისა და გამოფენების სტენდების მოსაწყობად იყენებენ.
ლამინირებული ფანერის ზედაპირი დაფარულია ფენოლის ფირით, რაც მას ტენიანობისადმი მდგრადობას მატებს, ეს კი პროდუქტის სიმტკიცისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის განმაპირობებელია.
ლამინირებული ფანერის ორი ძირითადი ტიპი არსებობს F/F და F/W.
ლამინირებული ფანერა F/F განიმარტება, როგორც Film-Faced. ფანერის ორივე მხარე დაფარულია ფენოლის ფირით, გამოირჩევა როგორც ტენიანობისა და ხახუნის მიმართ გამძლეობით, ასევე წყლის მინიმალურად შთანთქმის უნარით. F/F ლამინირებული ფანერა გამოიყენება მონოლითურ მშენებლობაში ბეტონის ყალიბებისთვის.
ლამინირებული ფანერა F/W, იგივე Wiremesh, ფანერის ერთი მხარე პრიალა, ხოლო მეორე მხარე ე.წ. „ქსოვილის“ ტექსტურის (Wiremesh) არის. სწორედ ეს ტექსტურა ხდის მას იდეალურს სატრანსპორტო პლატფორმებისთვის, კერძოდ, სატვირთო ავტომობილების, ტრაილერებისა და ნახევრად ტრაილერების იატაკების მოსაწყობად, სადაც ზედაპირის უსაფრთხოება და სრიალის თავიდან აცილება აუცილებელია.
ფანერის მახასიათებლები საშუალებას იძლევა კონკრეტული დანიშნულებისათვის სწორად შეირჩეს შესაბამისი პროდუქტი, გონივრულად შერჩევა კი პროდუქტის ხანგრძლივმედეგობასა და სწორ ფინანსურ გადაწყვეტებს განსაზღვრავს.